კობრეზია

კობრეზია

კობრეზია (Kobresia), მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მკვრივკორდოვანი ბალახებია. ცნობილია 40-მდე სახეობა. იზრდება ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყლებში, უფრო მეტად აზიაში. საქართველოში კავკასიონის მთავარ ქედზე გვხვდება კ-ის 3 სახეობა (K. schienoides, K. capillifolia და K. persica), სამხრეთ მთიანეთში კი – მხოლოდ K. persica. K. capillifolia დიდ მასივებს ქმნის, მაგ., თრუსოს ხეობაში (სუბალპური სარტყელი). ყოფილ არყნარზე ამჟამად გავრცელებულია მეტად ორიგინალური მდელო, სადაც კოლბოხებზე სახლდება კ., ხოლო ჩაზნექილ არეზე – დრიადი (Dryas caucasica). ხშირად ვხვდებით K. schoenoides-ს, რ-იც ითვლება ცხვრისა და ცხენის კარგ საკვებად.

შ. ნახუცრიშვილი