კოდი

კოდი, მარცვლეულის საწყაო XV– XIX სს. საქართველოში. კ-ის სიდიდე სხვადასხვაა. ცნობილია კ-ები, რ-თა სიდიდე არის 8-, 10- და 12-ლიტრა. „სწორ“ (კანონიკურ) კ-ში 10 ლიტრა ხორბალი ან 8 ლიტრა ქერი ჩადიოდა. ლიტრის სიდიდის ზრდამ განაპირობა კ-ის სიდიდის ზრდაც. 10-ლიტრა კ-ის სიდიდე XVI ს-ში შეესაბამებოდა 18 კგ მასას, XVII ს-ში – 25,8 კგ, XVIII ს-ში კი – 30–34 კგ. XIX ს-ში აღმ. საქართველოში კ-ის მასა 50 კგ-მდე გაიზარდა. რაჭაში გავრცელებული იყო „ლომკაცის კოდი“, რ-იც 41 კგ უდრიდა. სამხრ. საქართველოში XIX ს-მდე კ-ის სიდიდე 18 კგ შეესაბამებოდა.

გ. ჯაფარიძე