კოდიანი

კოდიანი, მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდინარეების ბორჯომულისა და დვირულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2688 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური და ალპ. მდელოებით. ჩრდ. კალთაზე გავრცელებულია დეკა.

ლ. მარუაშვილი