კოდისპირი, სახელმწიფო გადასახადი გვიანი შუა საუკუნეების აღმ. საქართველოში. იხდიდა თითოეული კომლი ოთხი კოდი პურის ან ორი კოდი პურისა და ორნახევარი კოდი ქერის სახით. XIX ს. დასაწყისიდან კ-ს იხდიდნენ მხოლოდ სახელმწ. გლეხები. გადასახადით არ იბეგრებოდნენ თუშები, ფშავლები, ხევსურები და იმ ტერიტორიების მოსახლეობა, სადაც ხორბლის მოყვანა შეუძლებელი იყო. XIX ს. 40-იანი წლებიდან კ., ისე როგორც ყველა სხვა გადასახადი, ერთიანი საკომლო გადასახადით შეიცვალა.