კოდიჯვარი

კოდიჯვარი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში (გდუს თემი), ლომის-ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ალეურის (ქსნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1480  მ, ახალგორიდან 23 კმ. კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.