კოდმანი

კოდმანი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდრის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. აბუხალოსღელის (ტყემლოვნისწყლის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1025  მ, ქარელიდან 24 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.

მდ. ბუხტოს ნაპირზე, მაღალ კლდეზე შემორჩენილია მომრგვალებული კოშკის ნანგრევი, რ-ის მახლობლად ნასოფლარის კვალია. აქვეა ეკლესიის ნანგრევიც. ეკლესია, სავარაუდოდ დარბაზული ტიპისა იყო, კედლების წყობა არეულია. გარეგნულად მას ადრეფეოდალური ხანის ძეგლის იერი აქვს. კოშკი საყარაულო დანიშნულებისა იყო, რადგან აქ გზები იყოფა მუხილდისა და ტყემლოვანის მიმართულებით.

თ. ტატიშვილი