კოდუა ერეკლე ნოდარის ძე

კოდუა ერეკლე ნოდარის ძე (დ. 15. II. 1973, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2008).

1998 დაამთავრა სტუ; 1999 – თბილ. ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინ-ტი, სპეციალობით სამართალმცოდნე. 1999–2003 მუშაობდა შსს ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 2004 იყო სახელმწ. უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი, 2004–10 – შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი, 2010–12 – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

2014 საქართვ. პროკურატურამ კ-ს ბრალი წარუდგინა. იყო „ინტერპოლის წითელი ცირკულარით“ ძებნილი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004), წმ. გიორგის გამარჯვების ორდენით (2008).