კოვალენკო სერგეი ივანეს ძე (11. VIII. 1947, პორტ-არტური, – 18. XI. 2004, კიევი), სპორტსმენი (კალათბურთი). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1972). თბილისში დაამთავრა სპი (1968). ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და მესამე პრიზიორი (1968); მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ჩემპიონი (1969) და მესამე პრიზიორი (1973); მსოფლიო უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1973). მისი პირველი მწვრთნელი იყო მ. კეკელიძე. თამაშობდა სპი-ის გუნდში (1965–69), კიევის „სტროიტელში“ (1969–75), მოსკოვის „ცსკა-ში“ (1976–80). იყო სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1976–80) და მესამე პრიზიორი (1970; 1974); სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). მონაწილეობდა ოლიმპიური თამაშების ლეგენდარულ ფინალში აშშ-ის გუნდთან, რ-იც ბოლო წამზე მოიგო სსრკ-ის ნაკრებმა (1972).