კოვალენსკი პეტრე ივანეს ძე

კოვალენსკი პეტრე ივანეს ძე (გ. 1827), რუსეთის ელჩი და მინისტრი ქართლ-კახეთის სამეფოში (1799–1800), გიორგი XII-ის დროს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, 1801, დაინიშნა „საქართველოს მმართველად“ და ამავე დროს პირველი განყ-ბის აღმასრულებელი ექსპედიციის უფროსად. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი მრავალი დანაშაულის გამო (მექრთამეობა, კარიერიზმი) 1802 სექტ-ში რუსეთის მთავრობამ უკან გაიწვია.

ლიტ.: საქართველოს ისტორია, ტ. 4, საქართველო XIX–XX საუკუნეებში, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ცქიტიშვილი ზ., გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009.