დრაჰკანი

დრაჰკანი, ოქროს ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი XI–XVI სს. ქართულ წყაროებში იმის მიხედვით, თუ რომელი მმართველისა იყო, იხმარებოდა ტერმინები: „დ. კონსტანტინატი" (ბიზანტ. კეისრის კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა), „დ. დუკატი" (მიქაელ VII დუკას ოქროს მონეტა) და ა. შ.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1966; კ ა პ ა ნ ა ძ ე  დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები, წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996).

გ. დუნდუა