კოვე მიხეილ ალექსის ძე

მ. კოვე 

კოვე მიხეილ ალექსის ძე (21. I. 1914, სოფ. აბღარხუქი, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – გარდ. თარიღი უცნობია), აფხაზი მსახიობი. აფხაზეთის არ-ისა (1954) და საქართვ. სახ. არტისტი (1965). 1930–33 სწავლობდა სოხუმის ვ. დომოგაროვის თეატრ. სტუდიაში. 1931-იდან ს. ჭანბას სახ. დრამ. თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), იაკობი (მ. გორკის „ფსკერზე“), თავადი ტრუბეცკოი (ნ. ლერნერის „დეკაბრისტები“), კაზუხა (მ. კოვეს „ინანხა კალეა“), მარკოვი (კ. სიმონოვის „ერთი ქორწინების ისტორია“), სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), აკოფა (ა. ცაგარლის „ხანუმა“) და სხვ. ავტორია პიესების: „ინანხა კალეა“, „კეხხაჯარათი“ და „ინაფხა კიაგუა“.

ფართო შემოქმედებითი დიაპაზონისა და ინტერესის მქონე მსახიობს დიდი დამსახურება მიუძღვის აფხაზური ეროვნ. თეატრის წინაშე.