კოლაკოვსკი ალფრედ ალექსის ძე

ა. კოლაკოვსკი 

კოლაკოვსკი ალფრედ ალექსის ძე (24. II. 1906, კიევი, – 1997, სოხუმი), ბოტანიკოსი (სისტემატიკოსი, ბოტანიკოს-გეოგრაფი და პალეობოტანიკოსი). საქართველოს მეცნ. აკად. წ-კორ. (1955), პროფ. (1952), საქართვ. (1961) და აფხაზეთის არ-ის მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). კ-ის ძირითადი შრომები ეხება კავკასიის, განსაკუთრებით კოლხეთის მცენარეულ საფარს, მისი ბოტან.-გეოგრ. დარაიონების საკითხებს, აფხაზეთის პლიოცენურ ფლორას. მან დაადგინა და აღწერა კოლხეთის მესამეული პერიოდის ფლორის 120-მდე ახ. სახეობა და 2 ახ. გვარი; გამოავლინა შიშველთესლოვანთათვის მანამდე უცნობი ეპიდერმული ტიპის სტრუქტურა; დაადგინა კოლხეთში მესამეული პერიოდის ფლორის რეფუგიუმის (თავშესაფრის) უწყვეტობა; პალეობოტან. ანალიზისა და ჰოლოარქტიკის რელიქტური ფლორის შესწავლის საფუძველზე ჩრდ. ნახევარსფეროს ფარგლებში გამოყო სრულიად ახ. ბოტან.-გეოგრ. ხმელთაშუამთიანეთის ოლქი; შექმნა კავკ. ნამარხი მცენარეების კატალოგი (ტ. 1–2, 1973). არის „აფხაზეთის ფლორის“ (ტ. 1–4, 1938–49) ავტორი.