კოლბოფორი

კოლბოფორი, ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენე), კერძოდ, გარდაბნის პროვინციის ერთ-ერთი მხარე, მოიცავდა მდ. ინჯასუს ხეობას (სომხ. რესპ.), ცენტრი – დაბა კოლბი (ახლანდ. სოფ. კოხბი). სოფლის მახლობლად არის ციხის (სავარაუდოდ, შუა საუკუნეების კაიწონის ციხე) ნანგრევები.

დ. მუსხელიშვილი