„კოლექტივიზაცია“

„კოლექტივიზაცია“, საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საგლეხო გაზეთი (1930–35). 1931-იდან (№1–46) საქ. კპ (ბ) ცკ-ის, ხოლო 47-ე ნომრიდან მიწსახკომისა და კოლმეურნცენტრის გაზეთი იყო. „ახალი სოფლის“ (1925–30) ნაცვლად გამოდიოდა 2 დღეში ერთხელ, 1933–35 კი – ყოველდღიურად. 1926–31 გაზეთს ჰქონდა ორკვირეული იუმორისტული დამატება – ჟურნ. „შოლტი“.

გ. თოდუა