დრიანეთი

დრიანეთი, დ რ ა ნ ე თ ი, გვიანდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ალექსეევკის სამხრ-ით 500 მ-ზე. მდ. ტორნის მარჯვ. ნაპირას. ნასოფლარის აღმ. ნაწილში დგას XI ს. დასაწყ. ერთნავიანი ეკლესია. აქვს ერთი მინაშენი.

ლიტ.: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით. ირაგის ხეობა (ტორნე), «ძეგლის მეგობარი», 1979, №50–51.