კოლხები, სამხრ.–აღმ. და აღმ. შავიზღვისპირეთში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების საერთო სახელი, რომლის მიხედვით ძვ. ბერძნები მთელ ქვეყანას კოლხეთს, კოლხიდას უწოდებდნენ. ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს კ-მა შექმნეს კოლხას (კულხა), ხოლო ძვ. წ. VI ს-ში – კოლხეთის სამეფო.