კოლხეთის ბარი

კოლხეთის ბარი, საქართველოს მთათაშორისი ბარის დასავლეთი ნაწილი. მოიცავს კოლხეთის დაბლობს, მიმდებარე დას. კავკასიონის სამხრ. მთისწინეთს (მიუსერის მაღლობი, გუმიშხის მთის ზღვისპირა ზოლი, აფიანჩის სერი ჩხალთის ქედზე, სოხუმის გორაკ-ბორცვიანი ზღვისპირა ვაკე, წებელდის ტაფობი და მის ირგვლივ აღმართული მთები, ოდიშის პლატო, ურთაბის და ეკო-აბედათის სერები და სხვ.), იმერეთის მაღლობს (ლიხისა და გედსამანიის ქედებით) და მის დას. ექსპოზიციის კალთებს, აგრეთვე მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოებების (ნებოძირი, სანისლია, ზოდისწვერი და სხვ.) 400‒600 მ სიმაღლის გორაკ-ბორცვიან ზოლს.

კ. ბ-ის რელიეფი ტექტონ. მოძრაობის ფ ონზე ჩამოყალიბდა. მისი ცენტრ. ნაწილი დაძირვის ზონას წარმოადგენს და მდინარეთა აკუმულაციური მოქმედების შედეგად წარმოიქმნა. 400‒600 მ სიმაღლის გორაკბორცვიანი ზოლი ძირითადად აგებულია მესამეული პერიოდის დანალექი წყებებით, ალაგ-ალაგ ‒ ცარცული პერიოდის კირქვებით.

ზ. ჯანელიძე