კოლხიდა, კოლხეთი (Kolchis; ძვ. ქართული სახელწოდება ეგრისი), სამხრ.-აღმ. და აღმ. შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელწოდება (კოლხი ტომების სახელის მიხედვით). დამოწმებულია ძვ. წ. I ათასწლ. ბერძენ ავტორებთან. „კოლხას“ ფორმით იხსენიება უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში. ძვ. წ. VI–II სს-ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის სამეფო. მისი დაშლის შემდეგ, ახ. წ. I–II სს. მიჯნაზე, ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რ-მაც IV ს-ში გააერთიანა მთელი ჩრდ. კოლხეთი (ახლანდ. დას. საქართვ. ტერიტორია).