„კოლხიდა“

„კოლხიდა“, ქართული ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა, გამოდიოდა 1911–13 ქუთაისში. რედ.-გამომცემლები: ა. ჭუმბაძე (1911–12– №№1–57), მ. ჯაფარიძე (1912 – №№58–152, 1913 – №№1 – 42). „-სთან“ თანამშრომლობდნენ: კ. აბაშიძე, გ. გველესიანი, ს. ხუნდაძე, დ. უზნაძე, ა. ჯაფარიძე; იბეჭდებოდა ა. წერეთლის, ნ. ლორთქიფანიძის, დ. მეგრელის, ნ. ჩხიკვაძის, ა. ჭუმბაძის და სხვათა ნაწარმოებები. „-ის“ გამოცემა შეწყდა 1913 მაისში. გაზეთის დროებითი შეჩერების პერიოდში (1912 შემოდგომა – 1913 ზამთარი) და დახურვის შემდეგ გამოდიოდა გაზ. „იმერეთი“.