„კოლხური თეთრი“

კ ო ლ ხ უ რ ი  თ ე თ რ ი.
I ტიპის დიდრაქმა. ვერცხლი.
ავერსი
რევერსი

„კოლხური თეთრი“, ძვ. წ. VI–III სს. ვერცხლის მონეტა, რ-იც გავრცელებული იყო დას. საქართველოს ტერიტორიაზე. „. თ“-ის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი – შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე არსებულ ბერძნ. ახალშენებს (მაგ., ფასისს). არსებობს „. თ“-ის რამდენიმე ტიპი და ნომინალი: ა) ტეტრადრაქმა, რ-ის მასაა 13 გ. მის ავერსზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, რევერსზე – ფრთოსანი რაშის პროტომა; ბ) დიდრაქმა: I ტიპი. ავერსზე მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; რევერსზე – მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა; II ტიპი. ავერსზე – ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; რევერსზე – ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე 2 თავი, როგორიც მონეტის ავერსზეა. III ტიპი. ავერსზე – ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; რევერსზე – ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშ. მასაა 8,99–9,90 ; ) დრაქმა: ავერსზე – ლომის თავი ანფასში; რევერსზე – მარჯვნივ მიმართული ხარის თავი, საშ. მასა 5,52 ; დ) ნახევარდრაქმები: I ტიპი. ავერსზე – ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; რევერსზე – მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშ. მასა – 2,17. II ტიპი. ავერსზე – მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, რევერსზე – მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. მასა 1,2–2,6 . ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნ. ასოები.

კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რ-იც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დას. საქართვ. ტერიტორიაზე. „. თ“-ის არსებობა ერთ-ერთი უტყუარი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI–V სს-ში დას. საქართვ. ტერიტორიაზე სახელმწიფო არსებობდა.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანიაი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; დუნდუა თ., კოლხეთის ძვ.წ. VI–IV სს. ბერძნული ახალშენები და საქართველო, თბ., 2009.

გ. დუნდუა