კონსტანტი

კონსტანტი (კოსტანტი) კახი (768–10. XI. 853), ქართველი ერისთავი. იბრძოდა არაბთა სარდლის, ბუღა თურქის წინააღმდეგ. 853 წ. 26 აგვისტოს ის და მისი ძე თარხუჯი არაბებმა შეიპყრეს და კ. კ. წამებით მოკლეს. ატენის სიონის ერთ-ერთ წარწერაში ის მოხსენიებულია კახაჲს სახელით. კ. კ-ს წამება აღწერილია „კოსტანტი კახის მარტვილობაში“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ კ. კ. IX ს-შივე შერაცხა წმინდანად. წმ. დიდმოწამე კ. კ-ის ხსენების დღეა 10(23) ნოემბერი.

წყარო: Житие и мученичество святого мученика Константи Грузина, который был замучен царем вавилонян Джафаром, ძვ. ქართულიდან თარგმნა კ. კუციამ, ნ. ვაჩნაძემ, თბ., 1978.

ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1983.