კონსტანტინე, კოსტანტი

კონსტანტინე, კოსტანტი, ქართლის ერისთავი X ს. I ნახევარში. ქართლის ერისთავად დანიშნა მამამ, „აფხაზთა სამეფოს“ (დას. საქართველოს) მეფემ გიორგი II-მ. კ-მ ქვეყნის ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილ აზნაურთა მხარდაჭერით აჯანყება მოაწყო დამოუკიდებელი სამეფოს შესაქმნელად, მაგრამ დამარცხდა. კ. შეიპყრეს და გიორგი II-ის ბრძანებით აწამეს, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედ., თბ., 2008.

ლიტ.: საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ; 1983.

ვ. გუჩუა