კონსტანტინე I, იმერეთის მეფე

კონსტანტინე I (გ. 1327), იმერეთის მეფე 1293–1327, დავით VI ნარინის ძე. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რ-მაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა . I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა (დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში (სამეგრელო), აფხაზეთი და გურია ცენტრ. ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავროებად აქციეს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ., 1973.

ლიტ.: არახამია გ., ქარდავა მ., ქუთაისის მეფეები და მათი სამფლობელო XIII–XVI სს-ში., ისტორიის ინსტიტუტის შრომები (XIV–XV), თბ., 2018.

ვ. გუჩუა