კონტრიძე ფაიზულა მიხეილის ძე

კონტრიძე ფაიზულა მიხეილის ძე (27. VI. 1923, თბილისი, – 22. VI, 1998, იქვე), ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). 1944 დაამთავრა თსსი. ამავე წლიდან მუშაობდა მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1961–78 იყო ამავე ინ-ტის კლინიკური განყ-ბის ხელმძღვანელი, 1979–94 – თსსი-ში ფსიქიატრიის კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).