„კოოპერაცია“, ქართული სპეციალური კოოპერაციული ჟურნალი; გამოდიოდა 1911–17, 1918–19 ქუთაისში, ხოლო 1923–24 – თბილისში. „კ.“ სხვადასხვა პერიოდულობით გამოიცემოდა. ჟურნალი აშუქებდა საზ.-ეკონ. საკითხებს; ბეჭდავდა წერილებს საქართველოში კოოპერატივების ორგანიზების შესახებ, ცნობილ საზ. მოღვაწეთა და კოოპერატორთა ბიოგრაფიებს, ახალ ამბებს და სხვ. „კ-ის“ დამატებები იყო „ილუსტრაციული დანართი“, „საკოოპერაციო ბიბლიოთეკა“. რედ.-გამომცემელი – გ. გაბილაია.
ი. ლორთქიფანიძე