კოპალაძე ზურაბ ალექსანდრეს ძე

კოპალაძე ზურაბ ალექსანდრეს ძე (დ. 27. IV. 1937, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (2005). 1961 დაამთავრა სპი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა პროექტის მთ. არქიტექტორად „საქქალაქმშენსახპროექტსა“ (1962–2003) და შპს „საქარქფონდში“ (2005–09), სამშენებლო კომპანია „აქსისის“ არქიტექტორ-კოორდინატორად და სხვ. საკონკურსო პროექტები: ტიპური საცხოვრ. სახლების სერია (1962, პირველი პრემია); თსუ-ის კომპლექსის გენგეგმის პროექტი (1970, პირველი პრემია; ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ. მისივე ნამუშევრებია 280-ადგილიანი ტურბაზა ვარძიაში (1965); 600- ადგილიანი კულტურის სახლი ახალსოფელში (გუდაუთის მუნიციპ.); თსუ-ის ცენტრ. სამეცნ. ბ-კა (გათვლილია 5 მლნ. ნაბეჭდ ერთეულზე, 1985; ავტორთა ჯგუფთან ერთად), მრავალბინიანი საცხოვრ. სახლი შროშის ქუჩაზე (2003, ორივე თბილისი) და სხვ.

ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.