კოპალეიშვილი ბარნაბა ილარიონის ძე

კოპალეიშვილი ბარნაბა ილარიონის ძე (21. XI. 1898, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 7. I. 1979, თბილისი), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1956). მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). 1927 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1954–79 მუშაობდა თბილ. სამედ. ინ-ტის გინეკოლოგიის კათედრის პროფესორად.

კ. იკვლევდა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში, პლაცენტის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, უნაყოფობის ეტიოპათოგენეზს, მის მკურნალობას და სხვ.

თხზ.: მეანობა (სახელმძღვანელო), თბ., 1967; გამოც. მე-2, თბ., 1972; საშვილოსნოს მიომა, თბ., 1971 (თანაავტ. კ. კორმილიცინი); ოპერაციული გინეკოლოგია, თბ., 1977.