კოპალიანი როლანდ შარდენის ძე

რ. კოპალიანი 

კოპალიანი როლანდ შარდენის ძე (დ. 15. III. 1957, სოფ. არადუ, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), სწავლული აგრონომი. სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი (2005).საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. (2017) და აფხაზეთის არ მეცნ. ეროვნ. (2008) აკადემიების ნამდვ. წევრი. 1979 დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის (შემდგომში უნ-ტი) სუბტროპ. ფაკ-ტი. 1982-იდან მუშაობა განაგრძო იქვე. 1991–2006 მოღვაწეობდა მეჩაიეობის კათედრაზე. 2009–11 იყო ამავე უნ-ტის რექტორი. 2011–16 კ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის სუბტროპ. კულტურების დეპარტამენტის სრული პროფესორი, 2019-იდან – რექტორი.

კ. იკვლევს სუბტროპ. კულტურების მოვლა-მოყვანისა და გავრცელების საკითხებს საქართველოში, მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროექტსა და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. 1 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელოა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2012).

თხზ.: ჩაის კულტურის რეაბილიტაციის მეცნიერული საფუძვლები საქართველოში, თბ., 2003; ჩაის კულტურის აგროეკოლოგიური თავისებურებანი, ქუთ., 2005.