კორახაშვილი ავთანდილ (ბიძინა) არჩილის ძე (დ. 24. IX. 1949, თბილისი), აგროტექნოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 2009), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1971). მუშაობდა თბილ. საბაზისო სანერგე მეურნეობაში (1972–76), საქართვ. ხორცისა და რძის მრეწველობის (1975–79), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის (2001–15) სამინისტროებში, 1979-იდან –საქართვ. აგრარულ უნ-ტში (კათედრის გამგე 1989–2007). მონაწილეობდა USAID-ის 5 პროექტში. ეწევა აქტიურ საზ. მოღვაწეობას. არის საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამეცნ. საბჭოს წევრი (2006–18), ევროპის გენეტიკური რესურსების (ECP/GR), სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ევროპის ფედერაციისა (EFITA) და მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის (TACIS, GTZ, CGIAR და სხვ.) სამეცნ. საბჭოს წევრი, ექსპერტი, კოორდინატორი და ანალიტიკოსი.
კ-ის სამეცნ. მოღვაწეობის სფეროა აგრობიომრავალფეროვნების დაცვა და გაუმჯობესება, აგრარული ნანო-, ბიო- და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაცია საქართველოსთვის; საქართვ. საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების შექმნა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.
კ. ეწევა პედ. მოღვაწეობას საქართვ., აშშ-ის, იაპონიის, უნგრეთის, ჩინეთის უნ-ტებში. 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, 6 მონოგრაფია და 18 სახელმძღვანელო, აქვს 2 პატენტი და 15 გამოგონება.
დაჯილდოებულია კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის (1979), იუნესკოს კონფუცის ოქროს (1995), მალაიზიის HACCP-ის ოქროს (2005) მედლებით. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999) და ლ. დეკაპრელევიჩის სახელობითი პრემია (2019).
თხზ.: Georgian-English-Russian-German- French-Spanish Agrarian Dictionary, Tb., 2004–22; Research of Cinnamonic Calcareous Soil Fertilizing Systems for Pastures Akhaltsikhe District, (2011), (in cooperation), Communications in Soil Sciences Plant Analysis, Taylor and Francis, USA, vol. 42, №7; The Study of Biodiversity of Thirty two Families of Useful Plants Existed in Georgia, World Academy of Sciences, International Journal, 2018, v. 12, № 10, Tokyo.
პ. მამრაძე