კორბო ვირჯილიო (Virgilio Canio Corbo) (8. VII. 1918, ავილიანო, იტალია, – 6. XII. 1991, კაპერნაუმი, ისრაელი), იტალიელი არქეოლოგი, ფრანცისკანელთა მინორიტების ორდენის პატრი. კ-მ არქეოლ. გათხრები ჩაატარა მრავალ წმინდა ადგილას: „მწყემსთა ველი“ (ბეთლემის მახლობლად); ამაღლების ადგილი (ზეთისხილის მთა); ჰეროდიუმი (ციხე-სასახლე და ჰეროდეს დაკრძალვის ადგილი); მაქერონი (ჰეროდეს ციხესიმაგრე, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ადგილი); ბიზანტიური ბაზილიკა და მონასტერი (ნებოს მთა, იორდანიაი); უფლის საფლავის ტაძარი; უძველესი ქ. მაგდალა].
კ. 1946-იდან გათხრებს ატარებდა პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად, ბირელ-კატის მიდამოებში, სადაც 1952 აღმოაჩინა V–VI სს. ქართ. მონასტრის ნანგრევები. ქართ. კულტურისა და დამწერლობის ისტორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხი ქართული მოზაიკური წარწერა, რ-ებიც მონასტრის იატაკზე აღმოჩნდა. ეს წარწერები უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის (იხ. პალესტინის ქართული წარწერები).
ლიტ.: გიორგაძე ბ., პალესტინაში აღმოჩენილი ქართული კულტურის IV–V სს. ძეგლების შესახებ, „საბჭოთა ხელოვნება“, 1958, №12; ჩაჩანიძე ვ., პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974; წერეთელი გ., უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960; ხურცილავა ბ., ბირელ-ქუტის წარწერების ქრონოლოგიისათვის, „საისტორიო ვერტიკალები“, 2016, №35–36, Virgilio P., Corbo O. F. M., Gli Scavi di Kh.Siyar el-Ghanam (Campo dei Pastori) e i Moasteri dei Dintorni, Gerusalemme, 1955.
ბ. გიორგაძე