კორდისკბილა

კორდისკბილა

კორდისკბილა (Euphasia), მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ნახევრად პარაზიტი ბალახია. 200-მდე, უმეტესად პოლიმორფული სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, აგრეთვე მალაის არქიპელაგის მთებში, ავსტრალიასა და სამხრ. ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 19 სახეობა იზრდება, მ. შ. 7 საქართველოს და 5 კავკ. ენდემია. Euphasia stricta, ისევე როგორც კ-ს მრავალი სხვა სახეობა, ძირითადად მარცვლოვანთა ფესვების პარაზიტია და ზოგჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას. საქართველოში გვხვდება ყველგან, უმეტესად ალპურ სარტყელში.

ი. მიქელაძე