„კორპორაცია ქინძმარაული“

კორპორაცია "ქინძმარაულის"
ლოგო.
"კორპორაცია ქინძმარაულის" საწარმო შენობა. წინა ხედი.

„კორპორაცია ქინძმარაული“ (სააქციო საზოგადოება), ღვინის კომპანია. დაარსდა ყვარელში 1992 (ისტ. ყვარლის ციხის ტერიტორია), როგორც საიჯარო საწარმო „ვაზის ცრემლები“. 1993 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად, 1996-იდან ეწოდა სააქციო საზ-ბა „. . საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით და წარმოების პროცესის ხარისხის კონტროლის ქიმ. და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებით. მისი საპროექტო სიმძლავრეა 5000 ყურძნის გადამუშავება წელიწადში. ყოველწლიურად საშუალოდ უშვებს 2 მლნ. ბოთლ ღვინოს. კომპანია აწარმოებს 25 დასახელების ღვინოს, 10-მდე დასახელების ღვინის ბრენდს და ჭაჭას როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეული, ასევე ადგილ. გლეხებისგან შეძენილი ყურძნით. საწარმო ქინძმარაულისა და ყვარლის მიკროზონებში ფლობს 150 ჰა ვენახს, აქედან 100 ჰა ქინძმარაულის ტრად. მიკროზონაშია გაშენებული. გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტია: თეთრი (მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა ღვინო), წითელი (მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი), ვარდისფერი (მშრალი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა ღვინო) ღვინოები, ლიქიორული ტიპის ღვინო, ღვინის ბრენდი (5-, 7-, 10-, 15-, 17-, 20-, 23-წლიანი დაძველებით), ჭაჭა კახური და ჭაჭა კახური დავარგებული. პროდუქცია გამოდის სავაჭრო ნიშნით „ვაზის ცრემლები“ და „დურუჯი ველი“. კომპანიას აქვს 100 წლის ტრად. კახური ქვევრის მარანი, სადაც უძველესი ტექნოლოგიით ამჟამადაც იწარმოება თეთრი და წითელი ქვევრის ღვინოები. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე, ასევე გადის საექსპორტოდ მსოფლიოს 22 ქვეყანაში „კ. -ს“. 1992–2021 წლებში საერთაშ. გამოფენებსა და კონკურსებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. 58 ოქროს, 86 ვერცხლის, 25 ბრინჯაოს მედალი და პლატინის პრიზი (2005, ნიუ-იორკი). საწარმო 2011-იდან ISO 22000 საერთაშ. სერტიფიკატის მფლობელია, ხოლო 2021-იდან სერტიფიცირებულია FSSC 22000 საერთაშ. სტანდარტის მიხედვით.

. . ფლობს შვილობილ კომპანიებს – შპს „კონჭო & კომპანის“ და შპს „კახეთი“ -ს“, რ-ებიც ასევე აწარმოებენ ღვინის ალკოჰოლურ სასმელებს. მისი კუთვნილებაა ასევე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „შატო ყვარელი“ (გაიხსნა 2013). აქტიურად მონაწილეობს ღვინის ტურიზმში.

ნ. ქსოვრელი