კორსანტია ბორის მუშნის ძე

კორსანტია ბორის მუშნის ძე (29. I. 1942, ოჩამჩირე, – 25. XI. 2020, თბილისი), ვირუსოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1985). სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1991). 1964 თსსი-ის დამთავრების შემდეგ სამეცნ. მოღვაწეობა დაიწყო ლენინგრადის ექსპერ. მედიცინის ინ-ტში ვირუსოლოგიის განხრით. 1967–69 მუშაობდა სოხუმში, 1969–72 – თბილ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. იყო თსსი-ის ცენტრ. სამეცნ.- კვლ. ლაბორატორიის (1972–78), ა. ნათიშვილის სახ. ექპერ. მორფოლოგიის (1928–91), აგრეთვე ვ. ბახუტაშვილის სახ. სამედ. ბიოტექნოლოგიის (1991–2000) ინ-ტების იმუნოლოგიის განყ-ბის გამგე; ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2000–05); დირექტორი (2005–07); 2010–20 იმუნორეაბილიტაციის ლაბორ. გამგე.

კ. სამეცნ. ნაშრომების ავტორია, რ-ებიც ეხება იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის აქტუალურ საკითხებს.