კორტოხი

კორტოხი, უღელტეხილი საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე, მდინარეების – ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) ზემო დინებისა და ძირულის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. ზ. დ. 1130 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კ-ის მიდამოები შემოსილია მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარით. კ-ზე გადადის გზა ხაშურის მუნიციპ-იდან საჩხერის მუნიციპ-ში.

გ. დევდარიანი