კორძაია ჯანსუღ ტიტეს ძე

კორძაია ჯანსუღ ტიტეს ძე (15. IX. 1932, ქუთაისი, – 4. II. 2010, თბილისი), ფილოსოფოსი, მწერალი. ფილოს. მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1979). 1956 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი. 1961–64, 1964–79 მუშაობდა სპი-ის ფილოს. კათედრაზე. 1979–93 საქართვ. განათლების სამინისტროში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნ. განყ-ბას, უმაღლესი სასწავლებლების სამმართველოს, სასწავლო დაწესებულებების სამმართველოს. 1980– 2006 იყო თსუ-ის ფილოს. (მოგვიანებით ფილოს. და სოციოლოგიის) ფაკ-ტის პროფესორი, ესთეტიკის კათედრის გამგე, კონსულტანტი, ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1994–99).

კ-ს კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოს. ისტორია, გნოსეოლოგია, კულტურის ფილოსოფია, ქართული მწერლობის ისტორია, პრაქტიკის კრიტერიუმის თავისებურებათა შემეცნების თეორია.

კ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 6 მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები გამოცემულია რუს. და გერმ. ენებზე. მასვე ეკუთვნის 13 პოეტური კრებული და 2 რომანი („სიკვდილის გენეზისი“, 2002; „ადამიანები“, 2005).

კ. იყო საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი. (1998).

თხზ.: პრაქტიკის როლი შემეცნებაში, თბ., 1968; პრაქტიკა, როგორც შემეცნების საფუძველი, თბ., 1975; დიალექტიკა, როგორც მოძღვრება საყოველთაო კავშირებისა და განვითარების შესახებ, თბ., 1981; ადამიანი, როგორც პრაქტიკის სუბიექტი, თბ., 1982; კულტურის სუბსტანციისათვის; თბ., 2003; რჩეული ფილოსოფიური ნარკვევები, თბ., 2005.

თ. ალიბეგაშვილი