კოსმოსური სხივების ფიზიკა

კოსმოსური სხივების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ასტრონაწილაკების ნაკადს – კოსმოსურ სხივებს (კს). პირველადი კ. ს-ის ინტენსიური წყაროა მზე (იხ. სტ. მზე-დედამიწის კავშირებისა და კოსმოსური სხივების ფიზიკა).

კ. ს. ფ. გალაქტიკური კს-ის ძირითად წყაროდ მიიჩნევს ზეახალი ვარსკვლავების გარსებს, ასევე ძლიერი მაგნ. ველის მქონე სწრაფად მბრუნავ ასტროფიზიკურ ობიექტებს (პულსარებს, მაგნეტარებს და შავ ხვრელებს).

პირველადი კს-ის ატმოსფეროს გარეთ შესასწავლად შეიქმნა სპეციალური დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი და ავტომატური პლანეტათშორისი სადგურები. კ. ს. ფ-ის შედეგები მნიშვნელოვანია სამყაროს წარმოშობისას მიმდინარე პროცესებზე (იხ. სტატია კოსმოლოგია) სწორი წარმოდგენების ჩამოსაყალიბებლად, „ბნელი მატერიის“ და „ბნელი ენერგიის“ ბუნების გარკვევისთვის, კს-ის წარმომქმნელ ობიექტებში მიმდინარე მოვლენების და იქ არსებული ფიზ. პირობების შესასწავლად და სხვ.

საქართველოში კ. ს. ფ-ის განვითარებისა და მიღწევების შესახებ იხ. სტატიაში კოსმოსური სხივები.

ლიტ.: Мурзин В. С., Астрофизика космических лучей, М., 2007.

ი. ლომიძე