კოსტავა გურამ გიორგის ძე

გ. გ. კოსტავა 

კოსტავა გურამ გიორგის ძე (18. VI. 1937, თბილისი, - 19. VI. 2024, იქვე), სპორტსმენი (ფარიკაობა, დაშნა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1965). ოლიმპიური თამაშების ორგზის (1960, რომი, გუნდური; 1964, ტოკიო, პირადი) მესამე პრიზიორი. დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. მსოფლიოს ორგზის (1961, 1963) ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში, ორგზის (1959, 1966) მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში და ორგზის მესამე (1963, 1965) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ჩემპიონი (1961), ხუთგზის მეორე (1960, 1961, 1962, 1964, 1968) და ხუთგზის მესამე (1957–58, 1960, 1965, 1967) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1960). მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული.