კოსტავა თამაზ გივის ძე (დ. 29. II. 1956, ქუთაისი), სპორტსმენი (ფეხბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1981). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1980). მიღებული აქვს ევროპის თასის მფლობელთა თასი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1981). ქუთაისის „ტორპედოსა“ (1973–74) და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა მცველად. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 131, სსრკ ნაკრებში – 3 მატჩი. ორჯერ დასახელდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ქართ. საფეხბურთო სტილის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. გამოირჩეოდა აქტიური, სწრაფი და ტექნიკური თამაშით.