კოტანოვი თედორე ევგენის ძე

კოტანოვი თედორე ევგენის ძე (4. IV. 1914, სოფ. ნეონ-ხარაბა, წალკის მუნიციპალიტეტი, – 15. IX. 1993, სანქტ-პეტერბურგი), საბჭოთა კავშირის გმირი (1945). პოლკოვნიკი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში, იბრძოდა ნოვოროსიისკთან, ტაგანროგთან, მარიუპოლთან, ნიკოლაევთან, აგრეთვე ბესარაბიის, რუმინეთის, ბულგარეთის გასათავისუფლებლად. ქ. ნიკოლაევთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი