კოტეტიშვილი ვლადიმერ (ლადო) ილიას ძე [22. XI (4. XII.), 1895, სოფ. დიდი თონეთი, თბილისის მაზრა (ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი), – 18. II. 1940, თბილისი], ნევროპათოლოგი, ქართ. მედ. ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი.
1919 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1922–24 იყო თელავის რ-ნის სოფლის ექიმი, 1924–32 – თბილ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი, 1932–40 – სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი მუშაკი.
კ-მა აღმოაჩინა, ტექსტობრივად დაამუშავა და დაბეჭდა ძველი ქართული სამედ. წერილობითი ძეგლები: „წიგნი სააქიმო“ (1936), „იადიგარ-დაუდი“ (1938), „უსწორო კარაბადინი“ (1940).