დუაბის ნამარხი ფლორა, ნაპოვნია ქ. ოჩამჩირის მიდამოებში, მდ. მოქვისა და დუაბის შესართავთან, მდ. დუაბის მარცხენა ნაპირზე – დუაბის შრეებში, რ-ებიც მოლუსკური ფაუნის მიხედვით კიმერიულადაა დათარიღებული.
აქ წარმოდგენილია მდიდარი და მეტად თავისებური ფლორის კარგად დაცული ნაშთები, სანაპირო ზოლის ტყის დამახასიათებელი ფორმებით და სითბოს მოყვარული ფოთლოვანი ტყეების ელემენტებით, ხშირად გვხვდება წიწვოვანი მცენარეების ნაშთებიც. საქართველოს ტყეებში კიმერიულ დროში დაფნისებრნი (დუაბის ფლორის მონაცემებით) რელიქტს წარმოადგენდნენ და მათი გავრცელება აშკარად შეზღუდული იყო.
ი. რამიშვილი
ა. ვეკუა