კოტიანეთი (ყოფ. კოტოიანი), სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სენაკის მუნიციპალიტეტში (ძველი სენაკის თემი), უნაგირას მთის სამხრ.-აღმ. კალთის ძირას, მდ. ნახურის (ტეხურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 120 მ, სენაკიდან 12 კმ. 479 მცხ. (2014).
კ-ის მიდამოებში შემონახულია ადრეფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები (V ს.). ციხე შედგება კოშკის, ეკლესიისა და სამი მხრიდან თხრილშემოვლებული გალავნისგან. აქვეა გვიანფეოდალური ხანის დაზიანებული ციხე. სოფელში დგას XIII ს. წმ. გიორგის ეკლესია.