კოტლიაროვი ევგენი გიორგის ძე (28. IX. 1938, სოფ. ოსტროვი, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი, – 20.V. 2008, სოხუმი), მხატვარი, სცენოგრაფი, აფხაზეთის არ დამს. მხატვარი (1965). 1957–63 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკ-ტზე. 1963–84 მუშაობდა ს. ჭანბას სახ. სოხუმის დრამ. თეატრის მთ. მხატვრად. 1978 მონაწილეობდა „საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვართა ნამუშევრების“ გამოფენაში (საქართვ. სურათების გალერეა; ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში. მისი გაფორმებულია სპექტაკლები: „ოტელო“, „რომეო და ჯულიეტა“ (შექსპირი; ორივე 1963), „ოიდიპოს მეფე“ (სოფოკლე; 1965), „მარია ტიუდორი“ (ვ. ჰიუგო; 1968), „კლდის სიმღერა“ (ბ. შინკუბა; 1969), „დონ კარლოსი“ (ფ. შილერი; 1970), „ხიმკვარასა“ (ი. ჯოპუა; 1972) და სხვ. გარდა სცენოგრაფიისა კ. ნაყოფიერად მუშაობდა ფერწერის დარგში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატიურმორტი).