კოტრიკაძე ნანული გიორგის ასული

კოტრიკაძე ნანული გიორგის ასული (დ. 28. 06. 1945), ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი  (1996). დაამთავრა სპი-ის ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით ორგანული ქიმია (1969). სამეცნიერო კვლევა დაიწყო თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის ბიოფიზიკის კათედრაზე (1969-დან). 1993–99 იყო სამეცნ.-კვლ. პრობლემური ლაბორატორიის „კანცეროგენეზის მოლეკულური მექანიზმების” სამეცნ. ხელმძღვანელი, 1999–2006 – თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგე, 2006–09 – თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკ-ტის ბიოლ. მიმართულების ასოც. პროფესორი, 2009-იდან არის ბიოლ. დეპარტამენტის, „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის“ კათედრის გამგე, პროფესორი, 2017- დან – ამავე ფაკ-ტთან არსებული უჯრედული და მოლეკულური მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (უმმი) დირექტორი.

კ-ის სამეცნ. კვლევის სფეროს წარმოადგენს კანცეროგენული ტრანსფორმაციის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების შესწავლა ჰორმონო-დამოკიდებული სიმსივნეების (წინამდებარე ჯირკვალი, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ტანის) დროს. 2016−18 წლებში ჩატარებულ ნაშრომთა ციკლისათვის კ-ს ავტორთა ჯგუფთან (თ. ჩიგოგიძე, ნ. კოტრიკაძე, მ. ალიბეგაშვილი, ლ. რამიშვილი, ნ. გაბუნია) ერთად გადაეცა ლ. მანაგაძის სახ. I ხარისხის პრემია და დიპლომი (2018).

კ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

თხზ.: უჯრედული ბიოლოგიის საფუძვლები, თბ. 2009.; „წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნეების მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები“ თბ. 2012.; კანცეროგენეზი: უჯრედული და მოლეკულური მექანიზმები, თბ. 2018.