კოფინი ლინ (დ. 12. XI. 1943, ნიუ-იორკი), ამერიკელი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნ. მაგისტრი. ხელოვნ. და კულტ. მსოფლიო აკადემიის (UNICEF) საპატიო დოქტორი. სწავლობდა მიჩიგანისა და კოლუმბიის უნ-ტებში. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. კ-ს მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. 2013 აშშ-ში გამოვიდა ქართ. პოეზიის კ-ისეული თარგმანების ორენოვანი კრებული – „Georgian Poerty: Rustaveli to Galaktion“, რ- შიც შესულია რუსთაველის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, გ. ტაბიძის და სხვათა ლექსები. ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართ. მწერლების – დ. ბარბაქაძის, გ. კეკელიძის, გ. ალხაზიშვილის, ზ. აბზიანიძის ნაწარმოებები. შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ კ-სეული თარგმანი ინგლ. ენაზე პირველი პოეტური თარგმანია, რ-იც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით (2016 მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა“).
2012 თბილისში გამოიცა გ. ჯოხაძის მიერ თარგმნილი კ-ის ლექსები.
მ. თუშიშვილი