კოღონია პლატონ გიორგის ძე

კოღონია პლატონ გიორგის ძე (9. VIII. 1913, სოფ. აჩიგვარა, გალის მუნიციპალიტეტი, – 14. IX. 1990, თბილისი), მათემატიკოსი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1971), საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ (1938). იყო ამავე უნ-ტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკ-ტის უმაღლესი მათ. კათედრის გამგე (1964–86). იკვლევდა დიოფანტურ მიახლოებათა თეორიის საკითხებს. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.

თხზ.: რიცხვთა თეორია, თბ., 1961; რაციონალური აპროქსიმაციის ზოგიერთი საკითხი, „თსუ-ის შრომები“, 1966, ტ. 117; 1968, ტ. 129.