კოღუაშვილი პაატა პეტრეს ძე (დ. 5. IX. 1956, ქ. ქუთაისი), აგროეკონომისტი.საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2015; წ.-კორ. – 2004). ეკონ. მეცნ. დოქტორი (2003). დაამთავრა საქართვ. სას.- სამ. ინ-ტის ეკონომიკისა (1978) და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტები (2003). 1983–85 იყო საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მევენახეობისა და მეხილეობის მთ. სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, 1986–90 – საქართვ. სახელმწ. აგროსამრეწველო კომიტეტის სამეურნეო მექანიზმის სრულყოფის სამმართველოს მთ. სპეციალისტი, ხოლო შემდეგ – ფერმერულ მეურნეობათა სექტორის უფროსი; 1990–91 – საქართვ. უზენაესი საბჭოს წევრი; 1992 – საქართვ. მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწ. კომიტეტის თავ-რე; საქართვ. მთავრობის თავ-რის – პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრ. საკითხებში; 1992–95 – საქართვ. პარლამენტის წევრი; 1996–2003 – საქართვ. სახელმწ. კანცელარიის მთ. სახელმწ. მრჩეველი აგრ. რეფორმის საკითხებში; 2003–09 – საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის, 2005–10 – თსუ-ის, 2010- იდან კი სტუ-ის პროფესორია. ხელი აქვს მოწერილი საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991) და საქართვ. კონსტიტუციაზე (1995).
კ. სამეცნ. ნაშრომების ავტორია, მ. შ. 9 მონოგრაფიისა და 6 სახელმძღვანელოსი. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება აგროსასურსათო და მიწის პოლიტიკის პრობლემებს.
კ. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში აგრ. (მიწის) რეფორმის განხორციელებაში, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების, სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში, ასევე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და ეკონ. განვითარების ანტიკრიზისული პროგრამების დამუშავებაში. მიღებული აქვს ა. წერეთლის სახ. პრემია (1995), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013). საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრ. სფეროს ეკონ. დარგში (2015). არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
თხზ.: აგრარული რეფორმა: შედეგები და პერსპექტივები, თბ., 1998; საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები, თბ., 2004; ილია ჭავჭავაძე მეურნის თვალით, თბ., 2013; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგნოზი, თბ., 2017; მიწის მმართველობა, თბ., 2018.
ლ. აბრამიშვილი