კოშკი, სოფელი ისტორიულ ტაოში (ამჟამად თურქეთის რესპ.), დღევანდელი ქოშქოიში. სოფელში ორი უბანია – ზემო და ქვემო. კ-ში შემორჩენილია მეგალითური ნაგებობის ფრაგმენტები, რ-ებიც ამ ორ უბანს შორის, მცირე კლდეზე მდებარეობს. ნაგებია დიდი ზომის ქვის მშრალი წყობით. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1 მ-მდეა.