კოშორიძე ნანა ირაკლის ასული (დ. 30. III. 1954, თბილისი), ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (2001). დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა ფიზიოლოგიის ინ-ტის მემბრალოგიის ლაბორატორიაში (1976–77), თსუ-ის ბიოქიმ. კათედრაზე (1980–88), იყო ბიოქომიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის თანამშრომელი (1988–97), ბიოქიმ. კათედრის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ლაბორ. უფროსი მეცნიერი მუშაკი (1997–2006). ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკა-ქიმიური ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2006–09), შემდგომ სრული პროფესორი (2009), სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინ-ტის დირექტორი.
კ-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები ნეიროქიმ. განხრით, არის 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ევროპის ბიოქიმიკოსთა (The Federation of European Biochemical Societies, FEBS, 2013) და ევროპის ნეირომეცნიერებათა ფედერაციის (Federation of Europear Neuroscience Societies, FENS, 2014) წევრი. მიღებული აქვს პ. ქომეთიანის სახ. პრემია.
თხზ.: ზოგადი ბიოქიმია, სახელმძღვ. თბ., 2008; პრაქტიკული ბიოქიმია, სახელმძღვ. (თანაავტ.), თბ., 2009; (თანაავტ.) ფუნქციური ბიოქიმია, სახელმძღვ. სამედ. და ბიოლ. ფაკ. სტუდ. თბ., 2009 (თანაავტ.), ბიოქიმია, სახელმძღვ., თბ., 2013.