კოწბაანი

კოწბაანი, სოფელი კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ., ბოტკო, გორანა, იკვლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები). ზ. დ. 960 მ, საგარეჯოდან 45 კმ. 132 მცხ. (2014).

სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რ-ის თანახმად ბოჭორმაში მიმავალ თამარ მეფეს მდ. იორში კოჭები დაუბანია სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა სოფ. კ. მდებარეობს. სოფლის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი ქვაყუთის სამაროვნები, სხვადასხვა დანიშნულების საგნები, რ-ებიც გვიანდ. ბრინჯაო - ადრინდ. რკინის ხანით თარიღდება (II–I ათასწლ. მიჯნა). სოფელსა და მის მიდამოებში შემორჩენილია არაერთი ეკლესია. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ჭეხილას ციხის კომპლექსი, რ-შიც შედის: კოშკი, დარბაზი, კარის ეკლესია და გალავანი. ნაგებობებიდან ყველაზე ადრინდელია კოშკი, რ-იც განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება; დარბაზი, ეკლესია და გალავანი კი XV–XVI სს-ით.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 1III, თბ., 2019.